სამოდელო გაკვეთილი
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელზედაც შეფასებას აწარმოებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.
მასწავლებელი: ლალი დალაქიშვილი
სკოლა: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო
ბოლნისის N 1 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული საგნები: ქართული,
მეორე ენა, ბიოლოგია
კლასი -მეათე
დრო: დაწყვილებული გაკვეთილი
თემა: ფოტოსინთეზი
მიზანი: მოსწავლე შეძლებს დამუშავებული
მასალის საფუძველზე ფოტოსინთეზის პროცესის ზეპირად და წერილობით აღწერას და შესაბამისი ფოტომასალით გაფორმებას.
ქ.მ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს შემოქმედებითი დამოკიდებულება.
მოცემული პირობის მიხედვით წერს
მცირე ზომის აღწერით ტექსტს
ქ.მ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან ( ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
მოიძიებს შესაბამის
ილუსტრაციებს;
ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული
ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობს
გარემოსათვის მწვანე მცენარის მნიშვნელობაზე;
- სქემის
სახით წარმოადგენს ფოტოსინთეზის საწყის
და საბოლოო
პროდუქტებს;
გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევის ფაზა:
აქტივობა 1 ა) ვუჩვენებ
ცხოველების და მცენარეების სურათებს შერევით, დაფაზე დახაზულია ორი უჯრა(წარწერის გარეშე), ვთხოვ გადაანაწილონ რაიმე პრინციპით და დაასაბუთონ რატომ დააჯგუფეს ასე,
როცა დააჯგუფებენ, მოსწავლეებთან ერთად უჯრებს ვუკეთებ წარწერებს: ცხოველები, მცენარეები
(იხ მასალა N1)
აქტივობის მიზანი:
ა) წინარე ცოდნის ბ) მოტივაციის აღძვრა; გ) ახალი ლექსიკური ერთეულის
მუშაობის სოციალური
ფორმა: ფრონტალური
დრო: 3-4 წუთი
ბ) -როგორ
და რითი იკვებებიან ისინი? (ვისმენ მსჯელობებს და ვწერ შესაბამისი
უჯრის ქვეშ)
პრეზენტაციის
ფაზა
აქტივობა
2. (მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებში, რისთვისაც
ვაღებინებ პარკიდან ფერად ქაღალდებს და ფერების მიხედვით, ვთხოვ განთავსდნენ იმ
მაგიდასთან, სადაც შესაბამისი ფერის ბარათი დევს ) დააკვირდი სურათს (იხ. პლაკატი)და იმსჯელე რა არის მასზე
წარმოდგენილი? აღწერე შენი სიტყვებით
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების გამოწვევა, დაკვირვების საფუძველზე
დასკვნების გაკეთება და წინარე ცოდნის გამოყენება
მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური)
დრო: 10 წთ
ნახშირორჟანგი
|
ქლოროფილი
|
წყალი
|
გლუკოზა
|
ჟანგბადი
|
სინათლე და სითბო
|
აქტივობა 3. მოსწავლეებს
სურათის ახსნისას განვუმარტავ სიტყვებს: შთანთქმა, გამოყოფა და გასავარჯიშებლად ვთავაზობ
სავარჯიშოებს:
მიზანი: ახალი ტერმინების გააზრება
მუშაობის
ფორმა:,
ინდივიდუალური
დრო: 2
წთ
ა)დააკვირდი სურათს და შეასრულე დავალება:
დააკავშირე:
გამოყოფს
ნახშირორჟანგს
შთანთქავს
ჟანგბადს
აქტივობა 4. წაიკითხე ტექსტი და შეამოწმე შენი ვარაუდები (https://daicavibunebasite.wordpress.com/2016/09/04/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98/)
ადაპტირებულია ჩემ მიერ
მიზანი:
ვარაუდების გადამოწმება,
მუშაობის სოციალური
ფორმა: ჯგუფური
დრო:
5 წთ
1.
ცხოველები მცენარეებით ან სხვა ცხოველებით იკვებებიან. საკვების მოსაპოვებლად ისინი მუდამ გადაადგილდებიან.
მცენარეებს გადაადგილება არ შეუძლიათ.
თუმცა,
მათ საკვების ძებნაც არ სჭირდებათ.
ისინი,
ცხოველებისაგან განსხვავებით, თავად ქმნიან საკუთარ საკვებს ფოთლებში.
თითოეული ფოთოლი
პატარა სამზარეულოს შეიძლება შევადაროთ,- პატარა სამზარეულოს,
სადაც
საკვები
მზადდება.
2.ფოთოლში წარმოქმნილი საკვები არის შაქარი. შაქარის ნაწილს მცენარე ზრდისა და განვითარებისათვის იყენებს. ზედმეტი შაქარი ფესვებში, ღეროსა და ფოთლებში გროვდება. დაგროვილ შაქარს მცენარე მაშინ იყენებს, როდესაც საკვებს ვეღარ წარმოქმნის.
3.საკვები კი მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როცა ფოთოლს მზის სხივები მოხვდება. სინათლეზე ფოთლებში საკვები ნივთიერებების შექმნის პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება. ბერძნულად „ფოტო“ – სინათლეს ნიშნავს, ხოლო „სინთეზი“ – შექმნას, შეერთებას. გამოდის, „ფოტოსინთეზი“ სინათლეზე შექმნას ნიშნავს.
4. ფოტოსინთეზი რთული
პროცესია და ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპს სინათლის ფაზას უწოდებენ,
მეორეს-სიბნელის ფაზას.
5. სინათლის
ფაზაზე მზის გამოსხივების შედეგად წყლის
მოლეკულა იშლება და გამოიყოფა ჟანგბადი,
ხოლო
სიბნელის ფაზაზე ნახშირორჟანგი და წყალი ქლოროფილისა და სინათლის ენერგიის დახმარებით შეერთდებიან და წარმოქმნიან ორგანულ ნივთიერებებს - ნახშირწყლებს. მცენარე ჰაერიდანაც შეითვისებს СO2 და ფოთოლში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს. ამ დროს წარმოიქმნება ორგანული შენაერთები, რომლებიც საკვებად ხმარდება თვით მცენარეს და მთელ ცხოველთა სამყაროს. ადამიანი საწვავადაც იყენებს მათ (ქვანახშირი, ნავთობი და სხვა). გამოყოფილი ჟანგბადი კი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს.
6. ფოტოსინთეზის სიჩქარეზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. ესენია:
- სინათლის ინტენსივობა – რაც
მეტია სინათლე,
მით უფრო
მაღალია სიჩქარე.
- ნახშირორჟანგის კონცენტრაცია გარემოში – რაც მეტია
ნახშირორჟანგი, მით
უფრო მაღალია
სიჩქარე.
- ტემპერატურა – შედარებით მაღალი ტემპერატურა
აჩქარებს ფოტოსინთეზს,
ფოტოსინტეზის გარეშე ცოცხალი სამყაროს არსებობა შეუძლებელია.
აქტივობა 5. კიდევ ერთხელ გადაიკითხე ტექსტი დაუკავშირე აბზაცი სათაურს
მიზანი: ტექსტის სელექციური გაგება-გააზრება,
აბზაცის ძირითადი ინფორმაციის გამოკვეთა
მუშაობის სოციალური ფორმა: ინდივიდუალური
დრო: 5 წთ
ფოტოსინთეზის
პროცესის აღწერა I
ტერმინის
განმარტება II
ფოტოსინთეზის
ხელშემწყობი ფაქტორები
III
ფოთლის საკვები
IV
მცენარეთა
“კვება“
V
ფოტოსინთეზის
ეტაპები
VI
აქტივობა 6.
წაიკითხე ფრაზები და რომელიც არ არის ტექსტში, აღნიშნეთ (V)
მიზანი:
ტექსტის გაგება-გააზრება
მუშაობის
ფორმა: ინდივიდუალური
დრო: 10 წთ
Advertisements
1.
ფოტოსინთეზის სისწრაფე დამოკიდებულია სინათლის
ინტენსივობაზე V)
2.
ცხოველები აჩქარებენ ფოტოსინთეზის პროცესს.
3.
შაქრის
ნაწილს მცენარე ზრდისთვის იყენებს. V)
4.
სინათლისა და სიბნელის ფაზების არსებობის ბიოქიმიური დასაბუთება 1937 წელს მოხერხდა
5.
ნახშიბადის დიოქსინისა და წლის ზემოქმედების
შედეგად წარმოიქმნება ნახშირწყლები. V)
6.
ფოტოსინთეზი ორ ეტაპად მიმდინარეობს; V)
7.
ფოტოსინთეზის დროს გამოიყოფა ჟანგბადი. V)
8.
მცენარეში წარმოქმნილი ზედმეტი შაქარს ადამიანები
იყენებენ.
აქტივობა 7. ნახეთ
ვიდეო და შემოხაზეთ სწორი პასუხები ტესტებში
აქტივობის
მიზანი: ა) არსებული
ცოდნის გაფართოება, ვიზუალური აღქმის დახმარებით პროცესის გააზრება
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური
დრო: 12 წთ
1.
მცენარეთა კვების სახეობებია; 2. ჰაერით კვება იწყება
ა) მზით კვება და წყლით კვება
ა) ფესვებიდან
ბ) ფესვებით კვება და ფოთლებით კვება ბ) ფოთლებიდან
გ) ღეროთი კვება და ფოთლებით კვება გ) ღეროდან
3.ნახშირორჟანგს
ფოთლები შეითვისებენ 4.ფოტოსინთეზი
ნიშნავს
ა) ფესვებიდან
ა)სინათლეზე შექმნას
ბ) ფოთლებიდან
ბ) ჰაერზე შექმნას
გ) ღეროდან
გ) ფოთოლზე შექმნას
აქტივობა 8. კიდევ
წერთხელ ნახე ვიდეო, დააკვირდი პლაკატს და მიუთითე რომელი ნივთიერებები მონაწილეობენ
ფოტოსინთეზის პროცესში
მიზანი: ინფორმაციის
დაზუსტება
დრო: 5 წთ
1.
წყალბადი
2.
ჟანგბადი V
3.
ნახშირორჟანგი V
4.
ფოსფორი
5.
წყალი V
6.
ჰაერი V
7.
მინერალური მარილები V
8.
გოგირდი
9.
გლუკოზა V
აქტივობა 9. ზემოჩამოთვლილი ნივთიერებები დააჯგუფე ცხრილში
მიზანი: არსებული
ცოდნის დაკონკრეტება, მზადება ტექსტის წერისათვის
დრო: 7წთ
ნივთიერებები,
რომლებსაც შთანთქავს მცენარე
|
ნივთიერებები,
რომლებსაც გამოიყოფს
|
აქტივობა 10. აღწერე
მცენარის კვების პროცესი შემოთავაზებული სქემის
მიხედვით
მიზანი: სქემის
დახმარებით ფოტოსინთეზის პროცესის აღწერა
მუშაობის ფორმა:
ინდივიდუალური (4-5 მოსწავლე )
დრო : 10 წთ
საუბრისას გამოიყენე
შემოთავაზებული სქემა
ფოტოსინთეზი ეწოდება--------------- ამ პროცესში მონაწილეობს-----------------------------
მზის-------შედეგად -------მოლეკულა იშლება და გამოიყოფა---------------------
აქტივობა 11. პრეზენტაცია-განხილვა
(5წთ)
აქტივობა 12. საშინაო
დავალება: მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში (ჩვენს შემთხვევაში შეიძლება მივცეთ დამატებითი
მასალა), აღწერე ფოტოსინთეზის პროცესი და დაურთე შესაფერისი სურათები,
შეფასება
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს მაგიდაზე ვუწებებ
სმაილებს. სმაილების რაოდენობა განსაზღვარვს მათ შედეგს, ყოველი აქტივობა ფასდება სმაილით
გარდა ამის ფოტოსინთეზის პროცესის აღწერა ფასდება ცალკე
სქემით, ჯგუფური მუშაობა-ცალკე
კრიტერიუმების
ბადე ზეპირი საუბრისთვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს პირობის
შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები
|
|
გასაგებად
და თანამიმდევრულად
გადმოსცემს ინფორმაციებს
|
0 - 1
- 2
|
იცავს შინაარსობრივ
და ფაქტობრივ სიზუსტეს
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
სწორად იყენებს
ნასწავლ გრამატიკულ ფორმებს (ზმნის სუბიექტურ და ობიექტურ წყობას)
|
0 – 1 – 2
|
იყენებს ნასწავლ
ლექსიკას /აქვს სათანადო ლექსიკური მარაგი
|
0 - 1 - 2
|
შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები
|
|
ენობრივი თვალსაზრისით, იჩენს გაბედულებას,
ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 9
|
შეფასების სქემა ჯგუფური დავალებისთვის
კრიტერიუმების
ბადე შემაჯამებელი სამუშაოსათვის
|
ქულები
|
პირობასთან
შესაბამისობა
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები
|
|
თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს
მოქმედებებს
|
0 - 1
|
ენობრივი
უნარ-ჩვევები
|
|
იყენებს ნასწავლი დროის
გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა
და ენობრივ ფორმებს
|
0-2
|
5
|
Комментарии
Отправить комментарий