ბულინგი სკოლაში
საგანი:
ქართული, მეორე ენა, სამოქალაქო განათლება
მასწავლებელი:
(ბოლნისის მუნიციპალიტეტის , სოფ, ქვემო ბოლნისის N 1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი:)
ლალი დალაქიშვილი
სწავლების საფეხური:
საშუალო
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 18 მოსწავლე (აზერბაიჯანულენოვანი), მათგან 12 მოსწავლის ენობრივი ფლობის დონეა
ა2, დანარჩენების ა1, კლასში არის ერთი ინკლუზიური
მოსწავლე, თუმცა სტატუსმინიჭებული არ არის (სწავლების ენა არის ქართული)
აქტუალობა:
კლასში ხშირად შეიმჩნევა არასწორი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ: იგნორირება, დაცინვა,
შეურაცხმყოფელი შეფასება,..გაკვეთილი გააცნობიერებინებს თავის ქცევას და დაეხმარება
მსხვერპლის როლში წარმოიდგინოს თავი, გააკეთონ დასკვნები და გამოუმუშავდებათ გადაწყვეტილების
მიღების უნრი
გაკვეთილის მიზნები: ა) ფილმის მაგალითებზე დაყრდნობით მოსწავლეები გააანალიზებენ
ბულინგის უარყოფით შინაარსს და დაუკავშირებენ საკუთარ ქმედებას;
ბ)შეიმუშავებენ
სიტუაციის გამოსწორების გზებს;
ესგ მიზნები:ქ.მ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია ქართულ ენაზე
საბავშვო გადაცემების ყურება და
გაგება.
ქ. მ. VI. 22. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
ქ.მ.VI.33. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან
თანამშრომლობა.
მოქ.X.5. მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური
პრობლემების გადაწყვეტაში.
ა) თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ამ საზოგადოებრივ ჯგუფის (ან კონკრეტული
წარმომადგენლების) დასახმარებელ ღონისძიებებს
მოსწავლეთა წინარე
ცოდნა: იცნობენ ფილმის გასაგებად საჭირო ლექსიკას, ფლობენ დისკუსიის და
შეფასების უნარებს.
შეფასება:
გაკვეთილის
მსვლელობა:
პირველი ფაზა: გამოწვევა
აქტივობა1: მოსწავლეებს
ვაცნობ გაკვეთილის თემას, ამოცანებს და შეფასების კრიტერიუმებს (2წთ)





მეთოდი:
გონებრივი იერიში
დრო:
3წთ
მეორე ფაზა: ცოდნის
მიწოდების და კონსტრუირების ფაზა
აქტივობა 3.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს, რომ ახლა ნახავენ ფილმს, რომელიც დაეხმარებათ
ამ სიტყვის შინაარსის გაგებაში. ნახულობენ ფილმის ნაწილს , დასაწყისიდან 4.50 წუთამდე
და ადარებენ წინასწარ გამოთქმულ ვარაუდებს
მეთოდი:
აქტიური მოსმენა
მუშაობის სოციალური
ფორმა: ინდივიდუალური
დრო: 5 წთ
აქტივობა 4. სრულდება დავალება1. ფილმის შინაარსიდან გამომდინარე დაასრულე ფრაზა
(შეარჩიე გაგრძელება)
დრო:
(5წთ)
ბულინგი არის................................
ა) მოსწავლეების მიერ სხვა მოსწავლისგან დავალების გადაწერა;
ბ) თანაკლასელისთვის წიგნის წართმევა
გ) თანაკლასელის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;
დ) თანაკლასელის ან სხვა ადამიანის დახმარება
აქტივობა 5.
ვაძლევ ტერმინის განმარტებას (2წთ)
![]() |
აქტივობა 6. მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს ადაპტირებულ მასალას ბულინგის სახეობებზე,
სთხოვს წაიკითხონ და მასზე დაყრდნობით შეავსო ცხრილი (კითხვა-გააზრება)
მუშაობის სოციალური
ფორმა: წყვილებში
დრო:
10 წუთი
მასალა:
გამოჰყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს: ფიზიკური (დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ა.შ.);
ვერბალური (დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეროვნების შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა;
ფარული/შენიღბული ბულინგი (რთული მისახვედრია როდის ხორციელდება; "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედება; სახელის
გატეხვა, საზოგადოების წინაშე ცუდი ავტორიტეტის შექმნა
კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში
(ფეისბუქი, ტვიტერი და ა.შ) შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, ჭორების გავრცელება, ზიანის მიმტანი მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვისი სახელით ვებგვერდებისა და ანგარიშების შექმნა)
ბულინგის სახეობები |
ქმედება, რომელიც მიეკუთვნება ამ ჯგუფს |
(დამატებით საჭირო გახდება რამოდენიმე ტერმინის განმარტება:
დაზიანება-გაფუჭება; შეურაცხყოფა- ისეთი სიტყვების თქმა, რომელიც ადამიანს ცუდად ახასიათებს;
დამცირება-დაჩაგვრა) (3წთ)
გ) მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს დავალებას
და აზუსტებენ (2წთ)
აქტივობა 7.
სრულდება დავალება
მუშაობის სოციალური
ფორმა: ინდივიდუალური
დრო:
2-3 წუთი
დააკვირდი სურათებს,
დააკავშირე შესაბამის სათაურთან
1. ფიზიკური
2. ვერბალური
3. ფარული
4. კიბერბულინგი (ინტერნეტბულინგი)
1.
2.


2.
4. 


აქტივობა 8;ა)
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს კიდევ ერთხელ
ნახონ ფილმი და იმსჯელონ ბულინგის რა ფორმებია გამოყენებული ფილმის გმირის მიმართ.
დაასაბუთონ
მუშაობის ფორმა:
წყვილებში
დრო:
8წთ (ფილმიანად)
ბ) შეაფასონ ფილმში ბიჭის თანაკლასელების ქცევა და იმსჯელონ
რას გააკეთებდნენ იქ რომ ყოფილიყვნენ
III.ფაზა-მიღებული ცოდნის გამოყენება
აქტივობა 9. მოსწავლეებს ვთხოვ პრაქტიკიდან გაიხსენონ მსგავსი
შემთხვევა
მუშაობის სოციალური
ფორმა: ჯგუფური (სამი
ჯგუფი) მოსწავლეები ამზადებენ ერთ შემთხვევას თავისი პრაქტიკიდან და გაითამაშებენ,
მოწინააღმდეგე გუნდები ამოიცნობენ რა სახის ბულინგთან აქვთ საქმე
მეთოდი:
როლური თამაში
დრო: 15 წუთი
პრეზენტაცია:
აქტივობა 10. მასწავლებელი კითხვებით მიმართავს კლასს: „მოძალადეს“
და „მსხვერპლს“
ა) გადმოეცი რა განცდა გქონდა?
ბ) ბულინგი დადებითი მოვლენაა
თუ უარყოფითი?
გ) თავად ყოფილან თუ არა მსხვერპლი?
ან ამბის შემსწრე?
დ) როგორ დაეხმარნენ? ან საჭიროა
თუ არა ჩარევა და დახმარება?
მუშაობის სოციალური
ფორმა: ინდივიდუალური
დრო:6
წთ
აქტივობა 11. მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ, რომ ფილმის გმირის თანაკლასელები არის, მოიფიქრონ
როგორ შეიძლებოდა ფილმის სიტუაციის კარგად დამთავრება
მუშაობს სოციალური
ფორმა: ჯგუფური
მეთოდი:
გააგრძელე ისტორია
დრო: 5
წთ
აქტივობა 12-პრეზენტაცია
(2წთ)
აქტივობა 13.მასწავლებელი უჩვენებს ფილმის
გაგრძელებას და მოსწავლეებს სთხოვს ფილმის ნახვის შემდეგ შეაფასონ ბიჭის ქმედება.
დრო:
7წთ
აქტივობა 14-საშინაო
დავალება: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს საკლასო სიტუაციისათვის დამახასიათებელ
შემთხვევას, მათ უნდა მიაკუთვნონ ბულინგის ტიპს და მოიფიქრონ ქმედება, რომელიც სიტუაციიდან
კარგი გამოსავალი იქნება
რესურსები:
შეფასების ცხრილიN1 (პირველი ჯგუფური
დავალებისთვის)
კრიტერიუმები
|
ქულები
|
||
1(სუსტი)
|
2(საშუალო)
|
3(კარგი)
|
|
სიტუაცია საინტერესოა და კარგად წარმოაჩენს ბულინგის
შემთხვევას;
|
|||
მონაწილეების თამაში დამაჯერებელია
|
|||
ამოიცნობენ ბულინგის ტიპს და სწორად აფასებენ
|
შეფასების
ცხრილიN2 (მეორე ჯგუფური დავალება)
კრიტერიუმები
|
ქულები 1, 2,
3
|
პრობლემის გააზრება
|
|
ახალი მასალის გააზრებას
|
|
თანამშრომლობა
|
|
შემოქმედებითობა
|
|
დროის ლიმიტის დაცვით
|
|
დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტების შესაბამისობა
|
გარდა ამისა, შეფასდება ინდივიდუალური დავალებები.
Комментарии
Отправить комментарий